ნინო ლომჯარიამ რაც შემოიტანა, ეს არის ბოლშევიზმი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ის არასდროს ყოფილა სახალხო დამცველი. ის იყო კონკრეტული პარტიის – „ნაცმოძრაობის“, მასთან აფილირებული ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების უფლებების დამცველი – ისიც უნიჭოდ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ნინო ლომჯარიას მიღებული აქვს ახალი დავალება, რომ საზოგადოება გახლიჩოს.
„ქალბატონმა ლომჯარიამ რაც შემოიტანა, ეს არის ბოლშევიზმი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ის არასდროს ყოფილა სახალხო დამცველი. ის იყო კონკრეტული პარტიის – „ნაცმოძრაობის“, მასთან აფილირებული ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების უფლებების დამცველი – ისიც უნიჭოდ. ახლა ახალი დავალება აქვს, რომ საზოგადოება გახლიჩოს. რას ემსახურება ეს, ხომ ნახა მოსახლეობამ? ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ამით მოახდინონ კიდევ ერთი რადიკალიზაციის გამწვავება. ჰგონიათ, რომ შემდეგ შემოდგომაზე რევოლუციას მოახდენენ და ხელისუფლებაში მოვა „ომის პარტია“ და ჩვენს ქვეყანას ფრონტის ხაზზე გაიყვანს. ეს არის მათი ამოცანა, რომელსაც ასრულება არ უწერია. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ლომჯარიებს, „ნაცსექტანტებს“, რომლებიც ომის პროპაგანდას ეწევიან – ეს არის ბოლშევიზმი და ეს იცის საზოგადოებამაც“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.