თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.
კომენტარები