ჩვენ 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადავიღეთ. სასამართლო პროცესების მსვლელობისას დადგინდა, რომ 26 მაისი ის ძირითადი მიზეზი იყო, რის გამოც ჩვენ წინა ხელისუფლებამ დაგვსაჯა, ჯაშუშების იარლიყი მოგვაკრა, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სასამართლომ საქართველოს პროკურატურას ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
„უმძიმესი მუხლით გლდანის ციხეში გაგვიშვეს, სადაც ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწამიერად განვიცდიდით წნეხს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რასაც, რა თქმა უნდა, ბრძანების საფუძველზე ჩადიოდნენ“, – იხსენებს აბდალაძე.
ჯაშუშობის საქმეზე გამართლებულ ფოტოგრაფებს მორალურ ზიანს აუნაზღაურებენ.
კომენტარები