23 აპრილს საქართველოს ხელოვანთა კავშირმა “ხელოვანები მომავლისთვის” კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ეროვნული კონკურსის – “მომავლის ვარსკვლავების” დასკვნითი საზეიმო გალა–კონცერტი და პრიზიორთა დაჯილდოების ცერემონია გამართა. პროექტი 16 წელია საქართველოს სახელოვნებო ქსელში განსაკუთრებით ნიჭიერი ვირტუოზი მუსიკოსების აღმოჩენას, სწავლებას, პოპულარიზაციას და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას ემსახურება. ფინალისტებისთვის დაწესდა სოლიდური საპრიზო ფონდი.
მე–16 ეროვნული კონკურსის შიდა შესარჩევი ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პროექტს ხელმძღვანელობდა პროფესორებისგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური.
ხელოვანთა კავშირმა პირველი ადგილის მფლობელებსა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს 3 000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი გადასცა.
“მომავლის ვარსკვლავების” დამფუძნებელი, ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარე,
მუსიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი ნინა კუპატაძე.