ისრაელის და საქართველოს ურთიერთობებიდან რომ ისწავლოს სიყვარული კაცობრიობამ, დღეს ისრაელში რაკეტების ცვენა ხომ აღარ იქნებოდა…?! – ფეისბუქმომხმარებელი ბელა ჟამერაშვილი
– ქ-ნო აქ გაჩერება არ შეიძლება.
– კიი, გავიგე მაგრამ, როგორმე უნდა შეანელოთ და აქ სადმე გააჩეროთ პატივცემულო
– რამოხდა ქ-ნო, ცუდად ხართ?
– არა ბატონო, ჩვენი ჯამლეტის ფოტოა გამოკრული სპორტის სასახლეზე და მინდა ისრაელში წასვლამდე მოვასწრო და ფოტო გადავუღო.
ბევრი აღარ უფიქრია ტაქსის მძღოლს ისე უკლო სიჩქარეს და მეტრო- ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ შემიჩერა.
ვიღებ ფოტოებს და ვფიქრობ:
ისრაელის და საქართველოს ურთიერთობებიდან რომ ისწავლოს სიყვარული კაცობრიობამ, დღეს ისრაელში რაკეტების ცვენა ხომ აღარ იქნებოდა…?! მარადიული ხსოვნა ორი ერის საამაყო შვილს ბატონ ჯამლეტს, მთელ სამყაროს კი მშვიდობა. ამენ”, – წერს ბელა ჟამერაშვილი.