ქუთაისში, ერთ-ერთი სასულიერო პირის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, რის შედეგადაც სავარაუდოდ ამოღებულია მარიხუანა. პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ინფორმაციით, სასულიერო პირის საცხოვრებელ სახლში სამოქალაქო სამოსში ჩაცმული პირები შევიდნენ და მარიხუანას გარდა სხვა ნივთებიც წაიღეს.
როგორც “პირველ რადიოს” “გირჩის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა განუცხადა, ამოღებულ ნივთებს სასულიერო პირს არ უბრუნებენ. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით საქმე არ აღძრულა. სასულიერო პირი კი “გირჩის” საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, მისი საქმის გადავადებას ითხოვს.
www.pirveliradio.ge
კომენტარები
