ლუქსემბურგში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დაიწყო, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს. სხდომაზე მიიღებენ ორ დეკლარაციას. სესიაზე სიტყვით გამოვლენ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე და უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
„განსაკუთრებული ადგილი ეთმობა რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში და იმ ანგარიშს, რომელიც ეხება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. ამ ანგარიშში საუბარია ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერებაზე რეგიონში, შავი ზღვის რეგიონი წევრი სახელმწიფოების თავდაცვითი შესაძლებლობების, საზღვაო ძალების შესაძლებლობების, მათი მედეგობის გაძლიერების მხარდაჭერაზე. ეს ეხება როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოებს, ასევე ნატოს პარტნიორებს შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაჩი ბერაიამ.