ქუთაისში ადვოკატს თავს დაესხნენ და სცემეს. ადვოკატი ილია ჯანელიძე მომხდარის დეტალებს იხსენებს. ჯანელიძე საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE-სთან საუბარში ყვება, რომ თავს 4 პირი დაესხა, რომელთაგან ორი მისი დაცვის ქვეშ მყოფია.
“28 იანვარს დამირეკა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთ-ერტმა პირმა დავით ტურაბელიძემ და მკითხა სად ვიყავი. საქმე მაქვს შენთანო. ჩემი ცოლისძმის ოჯახში ვიყავი და ვუთხარი მისამართი. მოვიდა ოთხი ადამიანი. დამიწყეს ცემა, ამის შემდეგ ჩამტენეს მანქანაში და წამიყვანეს გუმათჰესის მიმართულებით. გზაში თან ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ იქ ავიყვანოთ და ვნახოთ როგორ მოიქცევაო თუ არადა ფეხში ქვა ჩავკიდოთ და მდინარეში გადავაგდოთო. ერთ-ერთმა,რომელიც ასევე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია, მითხრა, რომ ჩემთვის ბევრი სიკეთე გაქვს გაკეთებული და ამიტომ გადარჩი დღეს ცოცხალიო. ამის შემდეგ დამაბრუნეს სახლში ნაცემი და მითხრეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის მეთქვა,” – ამბობს ადვოკატი.
ადვოკატის ცემის საქმეზე 4 პირია ბრალდებული. აქედან ორი დაკავებულია, ხოლო ორის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
HTTP://TOPNEWS.COM.GE/