თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “იბერიას” საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის, ბიძინა ნიჟარაძის დაკითხვა მიმდინარეობს.
მოწმემ დრევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ მას დაუკავშრდა იმდროინდელი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც მასთან დაახლოებული პირი იყო. ქიტოშვილმა უთხრა, რომ ხელმძვანელობისგან დავალებული ჰქონდა, მოეძებნა სანდო პირი, რომელზეც გადაფორმდებოდა კომპანია “იბერია”. იმ პერიოდში სანდო პიროვნება აღმოჩნდა სწორედ ბიძინა ნიჟარაძე, რომელზეც ტელეკომპანიის ლიცენზია გადაფორმდა.
ნიჟარაძემ ვერ დაასახელა, ვისგან ჰქონდა დავალება მირებული ქიტოშვილს.
საქმე ეხება 13 წლის წინ, ტელეკომპანია „იბერიასთვის” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევას. 2007 წლის 12 სექტემბერს, ზურაბ ადეიშვილის მითითებით დიმიტრი ქიტოშვილმა ტელეკომპანიის ლიცენზია საკუთარი მეგობრის ბიძინა ნიჟარაძისგან ფიქტიური ხელშეკრულებით ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ პირზე იოსებ მგელაძეზე გადააფორმა, რომელმაც თავის მხრივ 2012 წლის 21 თებერვალს იგი შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს” გადასცა და ლიცენზია კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის გიორგი არველაძის ხელში აღმოჩნდა.
მთავარმა პროკურატურამ “იბერიას” საქმე გახსნილად 2016 წლის თებერვალში გამოაცხადა. ბრალდებულები არიან ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.