ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღი, რომლის ბელარუსში გადატანა იყო დაგეგმილი, უკვე ქვეყანაშია.
“ეს დიდი ხნის წინ მოხდა. ეს პროცესი [ბირთვული იარაღის გადატანა] ჯერ კიდევ სექტემბერში, მგონი, ან ოქტომბერში [დასრულდა]. ბოლო ოქტომბრის დასაწყისში იყო. ყველაფერი თავის ადგილზეა და კარგ მდგომარეობაშია”, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
მიმდინარე წლის 16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ბელარუსში პირველი ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდა.
კომენტარები