რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე ამჯერად ხერსონის რკინიგზის სადგური გახდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, დაბომბვისას სადგურზე 140-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
„თავდასხმის შედეგად პოლიციის ლეიტენანტი დაიღუპა. სასიკვდილო ჭრილობა მან ხალხის ევაკუირების დროს მიიღო“, – განაცხადა მინისტრმა.
კომენტარები