“ხალხის ძალის” წევრი ზურა ქადაგიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”აღმაშფოთებელია ის, რაც თამაზ ელიზბარაშვილმა იკადრა მაია ბითაძესთან მიმართებით. უბრალოდ წარმოუდგენელია მამაკაცმა ქალს მსგავსი რამ აკადროს. ვითომ ძაღლებზე მზრუნველის ტყავში გახვეულა ეს არარაობა და უშვერი სიტყვებით იგინება, ილანძღება და რაც მთავარია – იტყუება! ამ სამარცხვინო კაცს აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებამ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მეორედ ვეღარ გაბედოს ბინძური ტერმინოლოგიით საუბარი. პასუხი უნდა გაეცეს იმიტომ, რომ მომავალში იცოდეს – არავინ გაუტარებს ასეთ გულისამრევ საქციელს!”

კომენტარები
