სამარცხვინო განცხადება იყო რაც მოვისმინეთ. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის, პატრიარქის მიმართ კეთდება ამ შინაარსის განცხადებები, თუმცა პრეზიდენტისგან გამაოგნებელი იყო ის, რაც მოვისმინეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ის, რომ ეკლესია დღეს ასე ძლიერად არის წარმოდგენილი, ეს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი სულიერი მამის დამსახურებაა. რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო საბჭოთა საქართველოს დროს ამ მიმართულებით და დღეს როგორი ძლიერია ეკლესია. ეს არის ყველაფერი ის, რაზეც დგას ჩვენი ერი“, – აღნიშნა კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა:
„ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”.