მოსკოვში, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონიაზე, მარინოს რაიონში მდებარე ეკლესიასთან, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს.
ნავალნის დაკრძალვის ცერემონიაზე, მივიდნენ გერმანიის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები.
კრემლმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსი ოპოზიციონერის დაკრძალვის დროს ნებისმიერი არასანქცირებული საპროტესტო აქცია, კანონდარღვევად ჩაითვლება და მონაწილეებს სამართალდამცველები დააკავებენ.
ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, საგანგებო რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. ოფიციალური დასკვნით, სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა
კომენტარები