გორის რაიონში, სოფელ მეჯვრისხევთან ახლოს, რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსული საოკუპაციო ძალების “მი-8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღის მანძილზე უკანონო ფრენას ახორციელებდა.
ამასთან, როგორც სუს-ში განმარტავენ, ვერტმფრენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.
კომენტარები