თუ შევხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას, ზოგადად, დაბალი არის ხოლმე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი. არის ქვეყნები, სადაც უცხოეთში მყოფ ამომრჩეველს საერთოდ არ ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
„სტატისტიკას თუ ვნახავთ, 2008 წლიდან დღემდე, ზოგადად, [საარჩევნო უბანზე უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლის] გამოცხადების შედეგები დაბალია. ასე მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში არ არის, ზოგადად, თუ შევხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას, ზოგადად, დაბალი არის ხოლმე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობა [მაჩვენებელი]. არის ქვეყნები, სადაც უცხოეთში მყოფ ამომრჩეველს საერთოდ არ ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა – ეს არის ისრაელი, ირლანდია, სომხეთი და სხვა მრავალი ქვეყანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა ავრცელებდეს ინფორმაციას, პოლიტიკური პარტია იქნება, არასამთავრობოები, ჩართული მხარეები, თუ ინსტიტუციები, მნიშვნელოვანია, რომ მათ მიაწოდონ ჩვენს თანამემამულეებს გადამოწმებული, ობიექტური და ზუსტი ინფორმაცია და არ შეუქმნან არასწორი მოლოდინები იმის თაობაზე, რომ სადღაც თითქოს უბანი უნდა შეიქმნას და საგარეო [სამინისტრო], თუ საარჩევნო კომისია ამას არ ქმნის. არ ქმნის არა, ვერ ქმნის, რადგან დღევანდელი საკანონმდებლო მოწესრიგება არსებობს იმგვარი, როგორიც არსებობდა ბოლო ათწლეულზე მეტია ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.