პირდაპირ არის შეტევა იმ მხრივ რომ ეს არის რუსული კანონი და თან ისეთი კანონი, რომელსაც არ წავიკითხავ და არ ვიცნობ. რატომ არის რუსული, რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს?! – ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„როცა აპროტესტებ იმას, რაც არ წაგიკითხია აქ უკვე ან ხარ უმეცარი, ან უცოდინარი, ან საქმე სხვა რამეშია. ამ კანონის ძირითადი მიზანია იმ თანხების დეკლარირება, რომლებიც მათ ერიცხებათ. ეს არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ეხება სტუდენტებს, მეცნიერებს, მკვლევრებს, ხელოვნების წარმომადგენლებს. ჩემი აზრით ესეც არ იციან და ამასაც აპარებენ ნელ-ნელა ადამიანების გარკვეულ რაოდენობას“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.