აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ ვაშინგტონი ვერ შეძლებს მხარი დაუჭიროს ისრაელს, თუ ის მკვეთრად არ შეცვლის ღაზაში ომის კურსს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, ჯო ბაიდენს არ დაუკონკრეტებია რა მოჰყვება აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვას და არ უხსენებია ისრაელისათვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესაძლებლობა.
წყაროები აღნიშნავენ, რომ გუშინდელ სატელეფონო საუბარი ორ ლიდერს შორის ყველაზე ხისტი იყო – როგორც ტონით, ასევე არსებითად – ომის დაწყების შემდეგ.
ბაიდენმა ასევე განუცხადა ნეთანიაჰუს, რომ საჭიროა ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ინციდენტის გამო, რომელსაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა.