ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის აფეთქებამ სადგურის მთავარი ბირთვული რეაქტორის დამცავი გარსი დააზიანა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მთავარი რეაქტორის დამცავ სტრუქტურაზე, სულ მცირე, 3 პირდაპირი დარტყმა განხორციელდა.
სადგურის ტერიტორიაზე დრონის აფეთქების შემდეგ საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულეს. უკრაინულმა მხარემ კი პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს 2022 წლის მარტიდან აკონტროლებენ.
კომენტარები