თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ამერიკის კონგრესის უმოქმედობის გამო, უკრაინა ფრონტზე უკვე პოზიციებს კარგავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ბოლო რამდენიმე კვირის, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ კარგავს უკრაინა პოზიციებს ბრძოლის ველზე. და ეს გამოწვეულია კონგრესის უმოქმედობით“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ აშშ-მა უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება ამ ომში, რადგან უკრაინელები იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და პუტინის აგრესიის წინააღმდეგ.
კომენტარები