საუბარი გვქონდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კულტურულ თანამშრომლობაზე ისაუბრე.
„საუბარი გვქონდა ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისის დანიშვნის მნიშვნელობაზე, იმისთვის რომ წახალისდეს ურთიერთობები როგორც სახელმწიფოებს, ასევე ხალხებს შორის, განვითარდეს ტურიზმი. გვქონდა ასევე საუბარი იმ კულტურულ თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. მადლობა გადავუხადე თურქმენეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილებისთვის, რომ აშხაბადში დაიდგას შოთა რუსთაველის ძეგლი. ეს, რა თქმა უნდა, არის დიდი პატივისცემის ჟესტი ქართული კულტურისა და ისტორიის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.