ეს გამარჯვება სრულიად საკმარისია, რომ ჩვენ თავისუფლად ვიყოთ შეიარაღებული ძალიან მძლავრი სიმართლით იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ მაქსიმალურად ერთობლივად ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
მისი თქმით, ნებისმიერი დარღვევა, რომელსაც ადგილი ექვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულად შეერაცხება რუსეთის ფედერაციას და პასუხისმგებელია ეს სახელმწიფო
„ერთია ჩვენ თვითონ ვიცოდეთ, რომ მართლები ვართ, მაგრამ მეორეა სწორედ ამ სიმართლით შეიარაღებულები წარვდგეთ მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძალიან მძლავრი სამართლებრივი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ნებისმიერი დარღვევა, რომელსაც ადგილი ექვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულად შეერაცხება რუსეთის ფედერაციას და პასუხისმგებელია ეს სახელმწიფო და ასევე, ბორდერიზაციის პროცესი არის სრულიად უკანონო. სტრასბურგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ აღარ იღებს სარჩელებს გამომდინარე იქიდან რომ რუსეთი უკვე აღარ არის ევროსაბჭოს წევრი და ეს გამარჯვება სრულიად საკმარისია, რომ ჩვენ თავისუფლად ვიყოთ შეიარაღებული ძალიან მძლავრი სიმართლით იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ მაქსიმალურად ერთობლივად ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.