საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სებასტიან სეჟურნემ განაცხადა, რომ ზეწოლა უნდა განხორციელდეს ისრაელზე, რათა ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას ღაზის სექტორში.
„უნდა არსებობდეს გავლენის ბერკეტები და არსებობს მრავალი ბერკეტი, მათ შორის სანქციები, რათა ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში შევიდეს“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„საფრანგეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შესთავაზა ევროკავშირის სანქციები ისრაელის დასახლებებზე, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ აქტებს დასავლეთ სანაპიროზე. საჭიროების შემთხვევაში, გავაგრძელებთ ჰუმანიტარული დახმარების გახსნის მოთხოვნას“, – დასძინა მან.
კომენტარები