ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მაისის დასაწყისში ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს ეწვევა.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, სი ძინპინი საფრანგეთში, სერბეთსა და უნგრეთში ჩავა.
გავრცელებული ცნობით, ჩინეთის ლიდერს საფრანგეთში ორ დღიანი ვიზიტი ექნება, რის შემდეგაც ბელგრადში გაემგზავრება. ევროპულ ტურნე კი, ბუდაპეშტში დაასრულებს.
სი ძინპინი უნგრეთში უკანასკნელად 2009 წელს იმყოფებოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ბოლო შეხვედრა კი ჩინეთის ლიდერმა შარშან, პეკინში გამართა.
ცნობისთვის, მაისში ევროპაში დაგეგმილი ტურნე ჩინეთის ლიდერისთვის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პირველი იქნება.
კომენტარები