ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში არსებულ ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დილიდან რიგებია.
ზუგდიდიდან ოკუპირებულ გალში მიმავალ დევნილებს ნავაჭრი ტვირთის გადატანის საშუალება არ მისცეს. ისინი ელოდებიან როდის დართავენ უფლებას, რომ ე.წ. საზღვარზე ტვირთი გადაიტანონ.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხურჩა-ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას გადასასვლელები ჩაიკეტა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში – ნაბაკევსა და ოტობაიაში – ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს.
კომენტარები
