ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წერილისადმი ინტერესი ბუნებრივად ძალიან მაღალია.
„ბუნებრივად მაღალია ინტერესი ამ წერილის მიმართ. ვფიქრობ რომ ეს წერილი იქნება გარკვეული შეფასება ბოლო ოთხი წლისა. არავინ არის დაზღვეული შეცდომებისგან, ის ჩვენ გაგვიზიარებს თავის შეფასებებს იმ პროცესებზე, რომელსაც საქართველოში ადგილი ჰქონდა. მათ შორის შესაძლებელია იყოს კრიტიკაც. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წლების გვქონდა. ვიზალიბეტალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მიმაჩნია, რომ ბევრი სწორი და კარგი ნაბიჯი იქნა გადადგმული ბევრ სფეროში, ამიტომ უნდა დაველოდოთ წერილს და ვნახოთ როგორი იქნება მისი შინაარსი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს 30 მაისს გამოაქვეყნებს.