აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.
„მე ბედნიერი ვარ, რომ ორი შესწორება, რომელიც გავიდა, ჩემი მომზადებული იყო. ერთი ეხება მესამე პრეზიდენტს, რომელიც დიდი ხანია, პატიმრობაშია ჯანმრთელობის დელიკატური მდგომარეობით და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. მეორე შესწორება – ვიმეორებთ, რომ პირი, რომელიც პასუხისმგებელია, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია და უნდა ვიმსჯელოთ სანქციაზე“, – განაცხადა ფოტიგამ.
კომენტარები