სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება.
ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდზე სისტემატურად არის ხარვეზის შექმნის მცდელობა, თუმცა ამ ეტაპზე „იმედის” ყველა პლატფორმა, imedi.ge და imedinews.geჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმაციის ავთენტურობა, რათა არ გავრცელდეს დეზინფორმაცია და არ მოხდეს ტელეკომპანია „იმედის“ დისკრედიტაციის მცდელობა.
ვიმედოვნებთ, ფაქტ-ჩეკერს, რომელიც საქართველოში „მეტას” ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ოპერირებს, ამ დეზინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.
კომენტარები