ბათუმში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მოქალაქეების ცნობით, შენობაში წყლის გამათბობელი აფეთქდა. დაზიანდა შენობასთან მდგარი ავტომობილები. ტელეკომპანია ,,აჭარას” ცნობით, ცოტა ხანში ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და შეკრებილებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოსახლეობა ვარაუდობს, რომ სამართალდამცავებს გარეთ გამოსული მეზობლები აქციის მონაწილეები ეგონათ. მეზობლების თქმით, მოქალაქეები დაშავებულები არიან, თუმცა მკურნალობის კურს სახლში გადიან.
კომენტარები
