ცნობილ ქართველ პოეტს, ღვაწლმოსილ პედაგოგს და ჟურნალისტს, ხონის საპატიო მოქალაქეს, ქალბატონ თინა ჭელიძეს 16 მაისს 80 წელი შეუსრულდა.
ყველასთვის საყვარელ და პატივსაცემ ქალბატონს მშობლიურ ქალაქ ხონში, ვეტა ჩხენკელის სახელობის ხონის მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლებმა დაბადების დღე მიულოცეს. ღვაწლმოსილ ქალბატონს ამავე ცენტრის შემოქმედებითმა ჯგუფმა თბილი საღამო მოუწყო.
ხონის მუნიციპალიტეტის, გამგებლის ბატონ ჯემალ მებუკის მიერ შექმნილმა საიუბილეო კომისიამ კი, გადაწყვიტა რომ 28 მაისს, ხონის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ქალბატონ თინა ჭელიძის საიუბილეო საღამო გაიმართოს.
დღეს ხონის საზოგადოება,კიდევ ერთხელ ეტყვის დიდ მადლობას პოეტს, იმ გაწეული საქმიანობისა და ღვაწლისთვის, რაც მან მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდისა და თავისი შემოქმედებით, საზოგადოებისთვის გასწია.
“ექსკლუზივ ნიუსი” ულოცავს ქალბატონ თინა ჭელიძეს 80 წლის იუბილეს და მას, დიდხანს სიცოცხლესა და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს!