მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვაცნობეს.
მათივე ცნობით, დარიალის ხეობაში კმ 134 – კმ 135 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე აღდგება.
კომენტარები
