თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამარ გორთამაშვილს ნინო თოლორდავა ჩაანაცვლებს.
თამარ გორთამაშვილი უწყებაში აგვისტოდან მუშაობს, მას შემდეგ, რაც მინისტრი ლევან იზორია გახდა. მანამდე სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობდა, უფრო ადრე კი, “პრაიმტაიმში”.
ნინო თოლორდავამ თავდაცვის სამინისტროში მუშაობა იანვარში დაიწყო, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. მანამდე “მაესტროს” წამყვანი იყო.
კომენტარები