საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე პირველად მონაწილეობს. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, „მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების ოთხი სესია ტარდება.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სტენდზე ორი დღის განმავლობაში ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen-ი მიმდინარეობს.
ფესტივალის მონაწილეებს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს აცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მართავს.
The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების რვაათასწლოვან ქვეყანას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ფესტივალს 200-მდე ქვეყნიდან 2 000-მდე ვიზიტორი ესწრება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.