სვანეთის საერთაშორისო კინო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. მესტიის მოედანზე გამართულ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა „რიჰომ“. დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ფესტივალის საპატიო სტუმარს, შვედ რეჟისორ რუბენ ოსტლუნდს, კი გადაეცა საპატიო პრიზი „დალი“. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობა მიიღო ქართველმა და უცხოელმა კინო მწარმოებელმა, ახალგაზრდა რეჟისორებმა. დიდ ეკრანზე კი ყოველ საღამოს რუბენ ოსტლუნდის ფილმების ჩვენებები იმართებოდა.
კომენტარები