გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვას ემსხვერპლა.
გაზის გაჟონვა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. სასწრაფო-დახმარების ბრიგადა მეზობლებმა დილით გამოიძახეს, თუმცა ცოლ-ქმარი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი თქმით, ცოლ-ქმარი მარტო ცხოვრობდა.
როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები
