გორის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა იყო. სეტყვის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სოფელ მეჯვრისხევი, ახრისი, აძვი და ჯარიაშენი.
ადგილობრივების განცხადებით, სეტყვა თითქმის 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
„ძლიერი სეტყვა იყო. გაანადგურა ყველაფერი ხეხილის და ვაზის ჩათვლით. მთავრობა უნდა დაგვეხმაროს თორემ ჩევნ რაღა გავაკეთოთ. მიწასთანაა გასწორებული ყველაფერი”, -განაცხადა გოჩა ხომიზურმა.
კომენტარები