გლდანის ხიდებთან, შეშელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
“პირველს” შსს-ში განუცხადეს, მომხდრაზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
www.pia.ge
კომენტარები
