ისრაელიდან 2009-2016 წლებში საქართველოს 1644 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. სტატისტიკური მონაცემები „პირველს” შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მოაწოდა.
მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ისრაელიდან საქართველოს მოქალქეების დეპორტაცია წლების მიხედვით იზრდება. ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა – 489 დეპორტირებული.
წლების მიხედვით, ისრაელიდან დეპორტირებულთა სტატისტიკური მონაცემები შემდეგია: 2009 წელი – 53; 2010 წელი – 90; 2011 წელი – 203; 2012 წელი – 108; 2013 წელი – 241; 2014 წელი – 192; 2015 წელი – 489; 2016 წელი – 268 ადამიანი.
ბოლო პერიოდში, ისრაელში ქართველების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებიც გახშირდა, რაზეც არაერთი ქართველი აცხადებს.
კომენტარები