რეგიონებში „ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ქრონიკასთან“ მომღერალმა, ბადრი ჩიხიაშვილმა.
„შემდეგი გამოწვევებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას ელის, იყოს დადებითი მუხტის მქონე და ამ ყველაფერში შევუწყოთ ჩვენ ხელი, გავახალისოთ, სიმშვიდე მივცეთ ჩვენს მოსახლეობას.
არ არის დაძაბულობა, არანაირი ცუდი არ ხდება – მხოლოდ და მხოლოდ სიკეთით შევხედოთ ამ ცხოვრებას და იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს ქვეყანას ელის. ეს ყველაფერი კეთდება ხალხისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მმართველი პარტიის მხარდამჭერი კონცერტის დაწყებამდე მომღერალმა.
კომენტარები