დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად სამარცხვინო, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ამორალურ არარაობებთან გვაქვს საქმე.
დღეს, იმერეთის რეგიონში ყოფნისას, მე და ჩემი ოჯახის წევრებს ერთი ამაზრზენი ამბავი გადაგვხდა თავს. ეს ისტორია კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის მთელ იმ სიბინძურეს, რისი მოწმეც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ვხდებით.
ამ ინციდენტის შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ვფიქრობ, ამას ახსნაც არ სჭირდება:
ე.წ. ჟურნალისტმა ჯერ პირადად მე მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ჩემ შვილს მიუბრუნდა სიტყვებით – „დიმიტრი სამხარაძის მონა რომ ხარ ცოტა სირცხვილია!“
მას მერე, რაც „ჟურნალისტმა“ გაიგო, რომ ჩემ შვილს მიმართავდა, მოაყოლა – „შვილი თუა, უნდა უტყდებოდეს ასეთი მამა რომ ჰყავს“.
ზრდილობას და ადამიანობას თავი რომ დავანებოთ, ამ ხალხისთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი, რადგან ადამიანობის ფსკერს მიღმა არიან და სწორედ ეს ლიბერალური ფაშიზმი უნდათ რომ ჩვენს ხალხს მოახვიონ თავს!
ამ ყველაფერზე 26 ოქტომბერს მიიღებთ პოლიტიკურ პასუხს!”