მომღერალმა ელენე ფოჩხუამ კასპში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე გამოსვლისას მოქალაქეებს სცენიდან მიმართა.
„ჩვენთვის, ყველასთვის მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი, ვაფასებდეთ ერთმანეთს. ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის ვისურვებ ღირსებით, ჩვენი ტრადიციებით, წინ, ევროპისკენ. ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს!“, – განაცხადა მომღერალმა.
რეგიონებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. ამ წუთებში კონცერტი კასპში მიმდინარეობს.
კომენტარები