მკვლელობა თელავის რაიონში. “იმედის” ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების შედეგად სოფელ ნაფარეულში 28 წლის მიხეილ სტამბულიანი თანასოფლელმა სანადირო თოფით მოკლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
გარდაცვლილს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის გურჯაანის ეროვნული ბიუროში შესაბამისი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამმართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები
