თელავში, მეფე ერეკლეს სასახლის ეზოში ფესტივალი ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი სახელწოდებით „სთველი” მიმდინარეობს.
ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყო, რომელიც გვიანობამდე სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი აქტივობით გაგრძელდება.
ტერიტორიაზე უკვე წარმოდგენილია ქართული ტრადიციული ღვინის ნიმუშები, რომლის დაგემოვნების საშუალება ადგილზე მისულ ყველა სტუმარს ექნება.
ასევე, ფესტივალზე შეიქმნება მეფე ერეკლეს სახელობის ღვინო, მას შემდეგ რაც ჟიურის წევრები საუკეთესო ჯიშების ნაზავს კონკურსის წესით გამოავლენენ.
კომენტარები