დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა “აპრილი”, ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური ჯილდო მიიღო, რაც ქართული კინოსთვის უდიდესი წარმატებაა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად იყო ქართული ფილმი მთავარ ჯილდოზე წარდგენილი და მას გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ პრედენდენტად ასახელებდნენ.
საბოლოოდ, ვენეციის 81-ე კინოფესტივალის გამარჯვებული ლეგენდარული კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარი ფილმი – “The Room Next Door” გახდა.
რაც შეეხება დეა კულუმბეგაშვილის ფილმს, კინოსურათში, სახელად “აპრილი”, მოქმედება პროვინციულ ქალაქში ვითარდება, სადაც ფილმის გმირი ნინა ერთადერთ პატარა საავადმყოფოში გინეკოლოგად მუშაობს. როდესაც მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ახალშობილი რამდენიმე წამში კვდება, ნინას ბრალს სდებენ არასწორად მოქმედებაში და ჩვილის სიკვდილს მას აბრალებენ. გამოძიება კი ნინას პირადი და პროფესიული ცხოვრებით ინტერესდება.
ფილმში მთავარ როლებს მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი ასრულებენ.