კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის პაატა ბურჭულაძის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება და ბურჭულაძეს სპეციალური განცხადებით მიმართვს.
„ბატონო პაატავ! მთავარი დანაპირები, რაც ,,ქართულმა ოცნებამ’’ შეასრულა – ქართველ ხალხს მოგვაშორა პოლიციური და სისხლიანი რეჟიმი, 26 მაისისა და 7 ნოემბრის შემქმნელები. რაც მთავარია, ჩვენი ამაყი ახალგაზრდობა გადაგვარებას, წამებასა და გაუბედურებას გადაარჩინა. 4 წლის წინ, რადიკალურად სხვა გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა. 2012 წელს მთავარი ამოცანა იყო სწორედ ამ ძალადობრივი რეჟიმის დამარცხება და ეს უმთავრსი დანაპირები შესრულდა. შეცდომები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ერთ-ერთი რაც ამ წლების განმავლობაშელი არ ყოფილა – არ დევნიან თავისუფალ სიტყვას და არ ხდება ზეწოლა მედიაზე, სასამართლოზე, ხელოვანებზე, არ ემუქრებიან ძალადობრივი გზებით. ეს არც ისეთი ცოტაა ამ პერიოდისთვის.
მოქმედი ხელისუფლების პირობებში შემოქმედებითი ადამიანები აღარ არიან დაყოფილები ლოიალურებად და მოწინააღმდეგეებად, ჩარეცხილებად, მთავრობისთვის მისაღებ და მიუღებელ ხელოვანებად. დღეს ხელოვანებს შორის არი არის გაყოფილი კედელი და შემოქმედს, თავის საქმის პროფესიონალს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ეძლევა. ამგვარი სელექციის მავნე და შეურაცხმყოფელი პრაქტიკა დასრულებულია, და ეს უნდა დავინახოთ“, – აღნიშნავს ოქიტაშვილი.
კულტურის პალატის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს თავისუფალი სიტყვის გამოხატვისათვის არავინ იდევნება და განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო არავის იჭერენ.
„დღეს არავის გვეშინია თავისუფალი სიტყვის, განსხვავებული აზრის დაფიქსირების, ამისთვის არ დევნიან და იჭერენ ადამიანებს. ეს არის ცივილური მიდგომა და ნორმალური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება, ეს კულტურა დღეს საქართევლოში დამყარდა“, – აცხადებს დავით ოქიტაშვილი.
“მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ “საქართველოს მთავრობა არაფრის გამკეთებელია და ქვეყანაში უიმედოობაა“.
დავით ოქიტაშვილი პაატა ბურჭულაძეს: მთავარი დანაპირები, რაც “ქართულმა ოცნებამ’’ შეასრულა – ქართველ ხალხს მოგვაშორა სისხლიანი რეჟიმი…
2016/05/29 13:23:45
კომენტარები
ნანახია: 6241 ჯერ