ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გასაბერი აუზის დადგმით წალენჯიხელი მოსახლეობის მოსყიდვას ცდილობს.
„გასაბერი აუზით ცდილობს წალენჯიხელების მოსყიდვას, რაც არ გამოუვა. საკითხავია, აუზში როდის ჩაასხამს წყალს ოქტომბერში, ნოემბერსა თუ დეკემბერში“, – აცხადებს გორდულაძე.
მამუკა ხაზარაძე წალენჯიხელებს საცურაო სივრცის მოწყობას დაჰპირდა. მან წალენჯიხელ ბავშვებს დაპირება შემოდგომის დასაწყისში შეუსრულა და თანაც ღია ცის ქვეშ ასაწყობი აუზი დაუდგა.
კომენტარები