“ანაგი ჯგუფი” უკვე მეხუთე წელია წინანდლის ფესტივალის მხარდამჭერია.
წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მე-6 სეზონი 31 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურა.
წინანდლის მამული მსოფლიოს ისეთ გამორჩეულ შემსრულებლებს მასპინძლობდა, როგორებიც არიან: ერიკა გრიმალდი, აგნეშკა რელისი, ჩარლზ კასტრონოვო, მარკო მიმიკა, ბრუს ლიუ, მიხაილ პლეტნევი, ჯოშუა ბელი, ირენ დუვალი, ბლაიტ ტე ენგსტრომი, ჯერემი დენკი, სტივენ ისერლისი, მარტინ ფროსტი, ბორის გილტბურგი, კრისტოფ ბარატი, ჟულიენ კანტანი, ალექსანდრე კანტოროვი, ბარბარა ფრიტოლი, ედგარ მორო, ვერიკო ჭუმბურიძე, სოფიკო ჭუმბურიძე, გიორგი მარდალეიშვილი, სანდრო ნებიერიძე, ასევე დირიჟორების ვარსკვლავურ შემადგენლობას – ჯანანდრეა ნოზედას, სერ ანდრაშ შიფს, ვასილი პეტრენკოს, მარტინ ფროსტს.
კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ფესტივალის საუკეთესო მომენტებს.