შემოსავლების სამსახურის ცნობით, 27 მარტს, სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრებმა, 3705.44 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქის ს.ჰ-ს კუთვნილი ბარგი ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს, შედეგად კი არადეკლალირებული ტანსაცმელი (1426 ცალი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 3705.44 ლარის ოდენობით შეეფარდა.
კომენტარები
