სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო” 28 მარტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რუსეთის მოქალაქეების, ა.-მ-ს, ა.ო-სა და ა.ა-ს ბარგისა და ავტომობილების ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 24,661.51 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 24 661.51 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
კომენტარები
