უამინდობა უნგრეთში – ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის ადიდების გამო, ქალაქის ცენტრი დაიტბორა. დატბორილია ქვეყნის პარლამენტიც. ქალაქში გზები ნაწილობრივ გადაკეტილია.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რთული ვითარების მიუხედავად, ხელისუფლებას სტიქიასთან საბრძოლველად საკმარისი რესურსი აქვს.
კომენტარები